Saturday, April 13, 2019

ინტელის საბაზო კურსის რეფლექსია

   ინტელის საბაზო კურსის მსვლელობისას შევქმენით ბლოგი, გავეცანით პორთფოლიოს კომპონენტებს, პროექტებით სწავლებისათვის დამატებით რესურსებს, გამოცემის მომზადებისა და ბუკლეტების ჩეკლისტებს, ასევე ბუკლეტების შაბლონებს, აღქმის სხვადასხვა სტილს, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. ასევე განვიხილეთ პროექტების ნიმუშები და პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა. შევარჩიეთ ჩვენთვის მოსაწონი ბუკლეტის შაბლონი და მოვამზადეთ პროექტის ბუკლეტი. შემდეგ დავადგინეთ ჩვენი პროექტის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. გავწერეთ პროექტის მიზნები და შედეგები, ასევე XXI საუკუნის ის უნარები, რომლებიც განუვითარდებათ ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გამოვყავით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩემი პროექტის სახელწოდებაა „თბილისის ღირსშესანიშნაობები“. ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვვები. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. დავწერეთ ტესტი საავტორო უფლებებზე. ასევე შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. შევქმენით დამატებითი დამხმარე მასალა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის (სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი). გავწერეთ პროექტის სასწავლო პროცედურები. მოვამზადეთ ფასილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტები, დავასრულეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე მუშაობა.
    ჩემთვის ეს კურსი ძალიან საინტერესო იყო. კურსზე შესწავლილი მასალა დამეხმარება უფრო მრავალფეროვანი გავხადო  ჩემი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება, დავეხმარო მათ, გახდნენ ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი და აქტიური მოქალაქეები. დიდი მადლობა ამისატვის ტრენერს და კოლეგებს!

3 comments:

  1. ქალბატონო ლელა ,გეთანხმებით იმაში,რომ ეს ტრენინგი მართლაც ძალიან საინტერესო იყო.ისე გაიარეს ამ დღებმა ვერც გავიგეთ.მოვისმინე თქვენი პროექტი და ვთვლი რომ ჩვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს დააინტერესებთ და კიდევ უფრო კარგად გააცნობთ ჩვენს დედაქალაქს.მინდა წარმატება გისურვოთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად!

    ReplyDelete
  2. საინტერესო და ნაყოფიერი ცხრა სამუშაო დღე გავიარეთ, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადო პირველ რიგში ქალბატონ ლიას გაწეული სამუშაოსა და სრულყოფილი და ამომწურავი კურსის განხორციელებისათვის. მადლობა ტრენინგის მონაწილე თითოეულ პედაგოგს.გისურვებთ წარმატებებს კარიერულ და პირად ცხოვრებაში.

    ReplyDelete
  3. სავსებით გეთანხმებით ქალბატონო ლელა, გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete