დღევანდელი ტრენინგი ნაყოფიერი და შრომატევადი იყო. დავასრულეთ ბუკლეტებზე მუშაობა. შემდეგ დავადგინეთ ჩვენი პროექტის სესაბამისობა ეროვნულ სასწაცლო გეგმასთან. გაავწერეთ პროექტის მიზნები და შედეგები, ასევე XXI საუკუნის ის უნარები, რომლებცს განუვითარდებაათ ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. განსაკუთრებბით საინტერესო იყო ჩემთვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გამოვყავით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩემი პროექტის სახელწოდებაა „თბილისის ღირსშესანიშნაობები“. ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი მიმართულების მიმცემი შემდეგი საკვანძო კითხვვები:
ზოგადი: რა არის კულტურა და რა დანიშნულება აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში?
თემატური: განმარტეთ სიტყვა „დედაქალაქი“.
რა არის ღირსშესანიშნაობა?
შინაარსობრივი: რატომ ეწოდება ჩვენს დედაქალაქს თბილისი?
სად მდებარეობს ლეღვთახევის ჩანჩქერი?
რომელ წელს დაარსდა მთაწმინდის (ბომბორას) პარკი?
რამდენი წლისაა თბილისის ზოოპარკი?
ცნობილი ქართველი რომელი მოღვაწეები განისვენებენ მთაწმინდის პანთეონში?
სად არის აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი თბილისში?
რომელია გოგირდის ყველაზე ძველი აბანო?
ვინ არის მექისე?
რას ნიშნავს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“?
რომელმა ცნობილმა ქართვეელმა მხატვარმა მიუძღვნა თავისი ნაშრომი საქართველოს ფუნიკულიორს?
საინტერესო პროექტი გაქვთ არჩეული. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული, რაც პროექტის წარმატების საწინდარია.
ReplyDeleteდღევანდელი დღე მართლაც რომ ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო,ძალიან მომწონს თქვენი პროექტის თემა და მჯერა რომ ძალიან საინტერესო და შედეგის მომცემი იქნება მოსწავლეებისათვის.
ReplyDeleteდავინტერესდი თქვენი პროექტით, ძალიან მომწონს თქვენი პროექტის თემა. ინტერესით მივადევნებ თვალყურს.
ReplyDeleteგისურვებ წარმატებას.