ინტელის საბაზო კურსის მსვლელობისას შევქმენით ბლოგი, გავეცანით პორთფოლიოს კომპონენტებს, პროექტებით სწავლებისათვის დამატებით რესურსებს, გამოცემის მომზადებისა და ბუკლეტების ჩეკლისტებს, ასევე ბუკლეტების შაბლონებს, აღქმის სხვადასხვა სტილს, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. ასევე განვიხილეთ პროექტების ნიმუშები და პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა. შევარჩიეთ ჩვენთვის მოსაწონი ბუკლეტის შაბლონი და მოვამზადეთ პროექტის ბუკლეტი. შემდეგ დავადგინეთ ჩვენი პროექტის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. გავწერეთ პროექტის მიზნები და შედეგები, ასევე XXI საუკუნის ის უნარები, რომლებიც განუვითარდებათ ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გამოვყავით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩემი პროექტის სახელწოდებაა „თბილისის ღირსშესანიშნაობები“. ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვვები. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. დავწერეთ ტესტი საავტორო უფლებებზე. ასევე შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. შევქმენით დამატებითი დამხმარე მასალა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის (სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი). გავწერეთ პროექტის სასწავლო პროცედურები. მოვამზადეთ ფასილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტები, დავასრულეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე მუშაობა.
ჩემთვის ეს კურსი ძალიან საინტერესო იყო. კურსზე შესწავლილი მასალა დამეხმარება უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება, დავეხმარო მათ, გახდნენ ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი და აქტიური მოქალაქეები. დიდი მადლობა ამისატვის ტრენერს და კოლეგებს!
Saturday, April 13, 2019
Sunday, April 7, 2019
ტრენინგის VIII დღე
ტრენინგის VIII დღეც შრომატევადი და ნაყოფიერი იყო. გავეცანით VII მოდულს - ფასილიტაციას, მოვამზადეთ ფასილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტები, დავასრულეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე მუშაობა. ჩვენმა გეგმამ საბოლოო სახე მიიღო. დრაივზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო. დიდი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო დღისათვის!
Saturday, April 6, 2019
ტრენინგის VII დღე
ტრენინგის VII დღემ საინტერესოდ ჩაიარა: გავეცანით პროექტის VI მოდულს, აღქმის სხვადასხვა სტილს, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. შევქმენით დამატებითი დამხმარე მასალა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის(სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი). გავწერეთ პროექტის სასწავლო პროცედურები. ჩემმა გეგმამ თითქმის მიიღო საბოლოო სახე. დიდი მადლობა ტრენერს.
Subscribe to:
Posts (Atom)