Sunday, March 31, 2019
ტრენინგის VI დღე
ტრენინგის მეექვსე დღეც სხვა დღეების მსგავსად ნაყოფიერი იყო. გავეცანით პროექტის V მოდულს, პრეზენტაციას შეფასების მეთოდებისა და ფორმების შესახებ. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. დავასრულეთ მუშაობა მოსწავვლეთა სავარაუდო ნაშრომებზე. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე. დიდი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო დღისათვის!
Saturday, March 30, 2019
ტრენინგის V დღე
დღევანდელი დღე იყო ინფორმაციულად დატვირთული და პროდუქტიული. გავეცანით პროექტის მესამე და მეოთხე მოდულებს, პრეზენტაციას საავტორო უფლებებისს შესახებ, საავტორო უფლებების ქაოსსა და საავტორო უფლებების ასოციაციის ვებგვერდს. გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებებზე. ასევე შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. დღევანდელი დღის მასალა დამეხმარა, უფრო ნათლად წარმომედგინა ის პრობლემები, რომელიც შეიძლება მოსწავლეებს შეექმნათ პროექტზე მუშაობისას.
Sunday, March 24, 2019
ტრენინგის IV დღე
დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და ინსტრუქციებს. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. შემდეგ ვიმუავეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე. კმაყოფილი ვარ დრევანდელი დღით.
Saturday, March 23, 2019
ინტელის ტრენინგის III დღე
დღევანდელი ტრენინგი ნაყოფიერი და შრომატევადი იყო. დავასრულეთ ბუკლეტებზე მუშაობა. შემდეგ დავადგინეთ ჩვენი პროექტის სესაბამისობა ეროვნულ სასწაცლო გეგმასთან. გაავწერეთ პროექტის მიზნები და შედეგები, ასევე XXI საუკუნის ის უნარები, რომლებცს განუვითარდებაათ ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. განსაკუთრებბით საინტერესო იყო ჩემთვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გამოვყავით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩემი პროექტის სახელწოდებაა „თბილისის ღირსშესანიშნაობები“. ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი მიმართულების მიმცემი შემდეგი საკვანძო კითხვვები:
ზოგადი: რა არის კულტურა და რა დანიშნულება აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში?
თემატური: განმარტეთ სიტყვა „დედაქალაქი“.
რა არის ღირსშესანიშნაობა?
შინაარსობრივი: რატომ ეწოდება ჩვენს დედაქალაქს თბილისი?
სად მდებარეობს ლეღვთახევის ჩანჩქერი?
რომელ წელს დაარსდა მთაწმინდის (ბომბორას) პარკი?
რამდენი წლისაა თბილისის ზოოპარკი?
ცნობილი ქართველი რომელი მოღვაწეები განისვენებენ მთაწმინდის პანთეონში?
სად არის აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი თბილისში?
რომელია გოგირდის ყველაზე ძველი აბანო?
ვინ არის მექისე?
რას ნიშნავს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“?
რომელმა ცნობილმა ქართვეელმა მხატვარმა მიუძღვნა თავისი ნაშრომი საქართველოს ფუნიკულიორს?

Sunday, March 17, 2019
ტრენინგის II დღე
ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით გამოცემის მომზადებისა და ბუკლეტების ჩეკლისტებს, ასევე ბუკლეტების შაბლონებს. შევარჩიეთ ჩვენთვის მოსაწონი ბუკლეტის შაბლონი და მოვამზადეთ პროექტის ბუკლეტი. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. განსაკუთრებით მომეწონა ჩვენი პროექტების ბუკლეტზე მუშაობა. მადლობა ტრენერს აქტიური და საინტერესო დღისათვის.
Saturday, March 16, 2019
ტრენინგის I დღე
ტრენინგის პირველ დღეს შევქმენით ბლოგი, გავეცანით პორთფოლიოს კომპონენტებს, პროექტებით სწავლებისათვის დამატებით რესურსებს. ასევე განვიხილეთ პროექტების ნიმუშები და პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა.
დღევანდელი მასალა ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან არ ვიცოდი ბლოგის შექმნა. რთული რამ მეგონა და ახლა აქტიურად გამოვიყენებ ჩემს ბლოგს.
პორთფოლიოს კომპონენტების გაცნობა დამეხმარა, იმის გაცნობიერებაში, თუ რა მასალა მჭირდება ჩემი პროექტისათვის. სხვათა ნამუშევრების ნახვისას კი, ჩემი პროექტის გეგმა უფრო თვალსაჩინო გახდა. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანი იყო შეფასების რუბრიკების გაცნობა.

Subscribe to:
Posts (Atom)