Saturday, April 13, 2019

ინტელის საბაზო კურსის რეფლექსია

   ინტელის საბაზო კურსის მსვლელობისას შევქმენით ბლოგი, გავეცანით პორთფოლიოს კომპონენტებს, პროექტებით სწავლებისათვის დამატებით რესურსებს, გამოცემის მომზადებისა და ბუკლეტების ჩეკლისტებს, ასევე ბუკლეტების შაბლონებს, აღქმის სხვადასხვა სტილს, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. ასევე განვიხილეთ პროექტების ნიმუშები და პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა. შევარჩიეთ ჩვენთვის მოსაწონი ბუკლეტის შაბლონი და მოვამზადეთ პროექტის ბუკლეტი. შემდეგ დავადგინეთ ჩვენი პროექტის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. გავწერეთ პროექტის მიზნები და შედეგები, ასევე XXI საუკუნის ის უნარები, რომლებიც განუვითარდებათ ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გამოვყავით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩემი პროექტის სახელწოდებაა „თბილისის ღირსშესანიშნაობები“. ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვვები. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. დავწერეთ ტესტი საავტორო უფლებებზე. ასევე შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. შევქმენით დამატებითი დამხმარე მასალა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის (სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი). გავწერეთ პროექტის სასწავლო პროცედურები. მოვამზადეთ ფასილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტები, დავასრულეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე მუშაობა.
    ჩემთვის ეს კურსი ძალიან საინტერესო იყო. კურსზე შესწავლილი მასალა დამეხმარება უფრო მრავალფეროვანი გავხადო  ჩემი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება, დავეხმარო მათ, გახდნენ ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი და აქტიური მოქალაქეები. დიდი მადლობა ამისატვის ტრენერს და კოლეგებს!

Sunday, April 7, 2019

ტრენინგის VIII დღე

ტრენინგის VIII დღეც შრომატევადი და ნაყოფიერი იყო. გავეცანით VII მოდულს - ფასილიტაციას, მოვამზადეთ ფასილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტები, დავასრულეთ პროექტის სასწავლო პროცედურებზე მუშაობა. ჩვენმა გეგმამ საბოლოო სახე მიიღო. დრაივზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო. დიდი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო დღისათვის!

თბილისის ღირსშესანიშნაობები

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Saturday, April 6, 2019

ტრენინგის VII დღე

ტრენინგის VII დღემ საინტერესოდ ჩაიარა: გავეცანით პროექტის VI მოდულს, აღქმის სხვადასხვა სტილს, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. შევქმენით დამატებითი დამხმარე მასალა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის(სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი). გავწერეთ პროექტის სასწავლო პროცედურები. ჩემმა გეგმამ თითქმის მიიღო საბოლოო სახე. დიდი მადლობა ტრენერს.

Sunday, March 31, 2019

ტრენინგის VI დღე

ტრენინგის მეექვსე დღეც სხვა დღეების მსგავსად ნაყოფიერი იყო. გავეცანით პროექტის V მოდულს, პრეზენტაციას შეფასების მეთოდებისა და ფორმების შესახებ. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. დავასრულეთ მუშაობა მოსწავვლეთა სავარაუდო ნაშრომებზე. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე. დიდი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო დღისათვის!

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის V დღე

დღევანდელი დღე იყო ინფორმაციულად დატვირთული და პროდუქტიული. გავეცანით პროექტის მესამე და მეოთხე მოდულებს, პრეზენტაციას საავტორო უფლებებისს შესახებ, საავტორო უფლებების ქაოსსა და საავტორო უფლებების ასოციაციის ვებგვერდს. გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებებზე. ასევე შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. დღევანდელი დღის მასალა დამეხმარა, უფრო ნათლად წარმომედგინა ის პრობლემები, რომელიც შეიძლება მოსწავლეებს შეექმნათ პროექტზე მუშაობისას.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის IV დღე

დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და ინსტრუქციებს. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები. შემდეგ ვიმუავეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე. კმაყოფილი ვარ დრევანდელი დღით.